სიახლეები

:

social phishing

Sigh view am high neat half to what.

21-ე საუკუნეში მრავალი საფრთხე ემუქრება ჩვენ პირად ინფორმაციას, მიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ ამ საშიშროების შესახებ , შემდეგ კი გამოვნახოთ მეთოდი მის გადასაჭრელად.

რა არის ფიშინგი და რამდენი ტიპისაა?

ფიშინგი (ინგლ. Phishing - Fishing – თევზაობა) არის ინტერნეტ თაღლითობის ერთ-ერთი  ყველაზე გავრცელებული ფორმა,რომლის მიზანია მსხვერპლის შეცდომაში შეყვანა და მისი პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდება. ეს შეიძლება იყოს პაროლი, საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვ.

არსებობს ფიშინგის რამდენიმე ტიპი, ესენია: Spear ფიშინგი,Clone ფიშინგი და Whaling ფიშინგი.

სოციალურ ქსელებში დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსელია Facebook-ი. შესაბამისად აქ ფიშინგის მაგალითები ხშირად ფიქსირდება.

Facebook -ში მოგვდის წერილი, სადაც გვატყობინებენ რომ ანგარიში დაბლოკილია,გარკვეული დარღვევების გამო. შeტყობინებაში მოცემულია ბმული, რომელზე გადასვლასაც მიგვითითებენ. ბმულზე გადასვლისას კი ითხოვენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ან პაროლს. სინამდვილეში კი ეს არის ფიშინგ პროცედურა, რომლის მიზანია თქვენს ანგარიშზე შესვლა. ამგვარ წერილს არანაირი კავშირი არ აქვს Facebook -თან,რადგან Facebook-ი  არ იყენებს ლინკის გამარტივებულ ან შეცვლილ ფორმას.

თუ თქვენ მიყვებით ბმულს გახდებით ფიშინგის მსხვერპლი.ფორმის შევსების შემდეგ,შეყვანილი ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა სკამერს.მას შემდეგ,რაც ამ მონაცემებს შეიტყობს ფიშერი შეუძლია შეცვალოს პაროლი და თქვენ ვეღარ შეძლოთ გვერდზე შესვლა. ფიშერს ეძლევა შესაძლებლობა თქვენი ანგარიშიდან გააგზავნოს სპამ შეტყობინებები,ვირუსები და გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის.

როგორი სახისაა ფიშინგ წერილი ?

ფიშინგ წერილი არის სოციალურ ქსელში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე  მოსული ყალბი შეტყობინება,რომელიც თითქოს გამოგზავნილია იმ კომპანიიდან რომელთანაც მომხმარებელს აქვს შეხება,სადაც რაიმე მიზეზით ითხოვენ პირადი ინფორმაციის შეყვანას.

ჩვენ რომ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი უნდა ვიცოდეთ რა განასხვავებს ერთმანეთისგან ფიშინგ წერილსა და ოფიციალურ შეტყობინებას.

 

  • ითხოვენ კონფიდენციალურ ინფორმაციას  და შეიცავს საეჭვო დანართებს
  • წერილში საგანგებოდ აღნიშნულია,რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება და მივყვეთ ბმულს
  • წერილში არის გრამატიკული შეცდომები.
  • რეალური კომპანიის ლინკი წარმოდგენილი აქვთ მცირე ცვლილებებით.

 

კიბერდანაშაულის შემდეგი მსხვერპლი რომ არ გახდე შენ, მიღებულ შეტყობინებაში ორიენტირდი დეტალებზე და დაფიქრდი რამდენად მიზანშეწონილია იმ ინფორმაციის მოთხოვნა,რომელსაც თქვენგან ითხოვს წერილის ავტორი.

 

სოფო ხურციძე